საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. 16 დეკემბერს ქართველი კანონმდებლები IRI-ის პრეზიდენტს დენიელ თვინინგს და IFES-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკლ სვეტლიკს შეხვდნენ.

პარლამენტარებმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო და მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ამბიციური დემოკრატიული დღის წესრიგირის მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას აშშ-ის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრი, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად