საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახდა.

პარლამენტის პლენარულმა სხდომამ არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაამტკიცა 94 ხმა).

კენჭისყრამდე არჩილ თალაკვაძემ სიტყვით მიმართა კოლეგებს და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელსაც ის თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების მანძილზე განახორციელებს.

ახალი პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცების შეწმდეგ პარლამენტის პლენარულ დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა.
​შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო.
მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, საპარლამენტო უმრავლესობამ მის ადგილმონაცვლედ არჩილ თალაკვაძე დაასახელა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსეთის დეპუტატის სერგეი გავრილოვის სპიკერატში დაჯდომის გამო, რასაც საპროტესტო მღელვარება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად