საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა ოფიციალური ვიზიტით ისრაელის ქნესეთს ეწვია

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, მისი მოადგილე შოთა გოშაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი მაია ხაჯიშვილი, ისრაელის ქნესეთის აპარატის უფროსის მიწვევით, 11-12 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ქალაქ იერუსალიმში იმყოფებოდნენ.

2017 წლის ნოემბერში ქნესეთის გენერალური დირექტორისა და 2018 წლის ივლისში ქნესეთის აპარატის უფროსის საქართველოს პარლამენტში სტუმრობის საპასუხო ვიზიტის მიზანი ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება და კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობის დაწყება წარმოადგენდა. ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში ქართული დელეგაცია გაეცნო ქნესეთის ადაპტირებულ ინფრაქტრუქტურასა და სერვისებს შშმ პირებისათვის; აგრეთვე, ქნესეთში მოქმედ „მწვანე პარლამენტის“ პროექტს, რაც წარმატებით ხორციელდება. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ებრაელ კოლეგებს გააცნო ღია მმართველობის პარტნიორობის კუთხით საქართველოს პარლამენტის მიღწევები, კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და ახალი რეგლამენტით გაზრდილი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია და აპარატში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები პარლამენტის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით.

მხარეები პარტნიორობასა და ინტენსიურ თანამშრომლობაზე, დელეგაციების ორმხრივად გაცვლასა და საჭიროებების გამოკვეთის შემთხვევაში, ურთიერთმხარდაჭრაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად