საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ევროპის უსინათლო ძიუდოისტთა ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ევროპის უსინათლო ძიუდოისტთა ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა და 4 მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი +100 კგ წონით კატეგორიაში რევაზ ჩიკოიძე გახდა. ვერცხლის მედალს ზვიად გოგოჭური (-100 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალს ზურაბ ზურაბიანი (-60 კგ) დაეუფლა. საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს კიდევ ერთი მედალი გუნდურ შეჯიბრებაში მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად