საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ “ადიგენი-გოდერძის” გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (სნგკ) “ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ-იანი სიგრძის ახალი გაზსადენის მშენებლობა დაიწყო.

300 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის სამშენებლო ტერიტორიაზე უკვე მოიხსნა მიწის ნაყოფიერი ფენა, განლაგდა მილები და დაწყებულია მათი შედუღების პროცესი.

გაზსადენის მშენებლობას სნგკ-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯი-პი-სი“ უზრუნველყოფს. სამუშაოების დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

მაღალი წნევის გაზსადენის – “ადიგენი-გოდერძის“ მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნისა და აჭარის მაღალმთიანი ზონის განვითარებისათვის. საკურორტო ზონა – გოდერძის არასოდეს ჰქონია გაზმომარაგების რაიმე ალტერნატიულ წყარო. პროექტის განხორციელების შედეგად ბუნებრივ აირს მიიღებენ მაღალმთიანი კურორტები გოდერძი და ბეშუმი, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს რეგიონში საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...