საქართველოს ნაკრებს პირველ ადგილამდე ერთი ქულა დააკლდა

ბუდაპეშტი დასრულდა 23 წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი

ასპარეზობის დაკვნით დღეს ქართველმა კლასიკური სტილით მოჭიდავეებმა გუშინ მოპოვებულ სამ ვეცხლის მედალს (ლევან ქავჟარაძე, გურამ ხეცურიანი, ზვიად პატარიძე) დღეს ვერცხლი და ბრინჯაო შემატეს.

97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ დამარცხა ფინელ არვი მარტი სავოლაინენი და მსოფლიოს ჩემპიონის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

82 კგ წონით კატეგორიაში აივენგო რიკაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უნგრელი ტამაშ ლევაი დაამარცხა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს კლასიკური სტილით მოჭიდავეებმა 121 ქულა დააგროვეს და ქულით ჩამორჩძნენ პირველ ადგილზე გასულ ირანელებს. მესამე ადგილზე რუსეთის ნაკრები გავიდა 118 ქულით

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე დასრულებულ 23 წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (მირზა სხულუხია, ტარიელ გაფრინდაშვილი) და ერთი ბრინჯაოს (გიორგი სულავა) მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავიდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად