საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან მატჩის წინ სენტ გალენში ივარჯიშა

ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა შვეიცარიაში, ქალაქ სენტ გალენში გაიმართება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს დილით სენტ გალენში ჩავიდა, გამგზავრებამდე კი გერმანიის ქალაქ ბად-ვურისჰოფენში ივარჯიშა.

მატჩის წინ ნაკრების ფეხბურთელებმა სენტ გალენის საფეხბურთო არენაზე ვარჯიში გამართეს.

„რთული სავარჯიშო პირობები იყო გერმანიაში. დღეს სენტ გალენში ვივარჯიშებთ და იმედი მაქვს, გუნდი ხვალ კარგ ფორმაში იქნება. აქცენტი შეტევაზე უნდა გავაკეთოთ. ბოლო ორ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ გოლი ვერ გავიტანეთ. ვეცდებით კვლავ შეტევაზე ვითამაშოთ და გოლი გავიტანოთ“ – განაცხადა ვარჯიშამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა.

მანამდე შეხვედრის თაობაზე კომენტარი შვეიცარიის ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ პეტკოვიჩმაც გააკეთა.

„ქართველი ფეხბურთელები, ფაქტობრივად, უმოტივაციოდ არიან და ჯგუფში მე-4 ადგილის ინარჩუნებენ. შვეიცარიის ნაკრებს ჩემპიონატზე მოსახვედრად 3 ქულა სჭირდება და ხვალინდელ შეხვედრაში ფავორიტადაა მიჩნეული. „საქართველოსთან შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.  მაქსიმალური კონცენტრაცია და ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოსთან 90 წუთის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ“ განაცხადა პეტკოვიჩმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად