საქართველოს მთვრობამ 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

“დღეს საქართველოს მთვრობამ დაამტკიცა 2019-2020 წლების ანტიკორფუციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც თავის მხრივ, ანტიკორუციული საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული იქნა რამდენიმე თვის წინ, ჩვენი საბჭოს ბოლო სხდომაზე ერთხმად.
საბჭოში 69 წევრია, ესენი არიან სამინისტროები,სასამარტლო ხელისუფლება, პარლამენტი, მუნიციპალიტეტები, მარეგულირებელი ორგანოები, კერძო სექტორი, ბიზნესომბუდსმენი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთასდორისო ორგანიზაციები.“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ყველა ამ უწყებისა და ორგანიზაციის ჩართულობით ჩვენ დავამტკიცეთ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. წარმოდგენილ იქნა ყველას ჩართულობით შექმნილი სტრატეგიული დოკუმენტები მთავრობის წინაშე, რომელიც ოფიციალურადაც დამტკიცდა და მხარდაჭერა მოიპოვა.

ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არის ჩვენი ქვეყნისთვის რიგით მე-5 და ფარავს 2021 წლამდე პერიოდს, ეს ნიშნავს, რომ ის 16 პრიორიტეტი და მიმართულება, რაც ამ სტრატეგიაში არის გაწერილი, შესაბამისი ინდიკატორებით გაზომვადი იქნება სწორედ 2020 წლის ბოლოს.

მოცემულ დოკუმენტებს გავლილი აქვს ევროკავშირის ექსპერტიზა. მანამდე ამ დოკუმენტებს ასეთი ექსპერტიზა არ ჰქონია გავლილი, წელს ეს პირველად ხდებოდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროკავშირის დასკვნის თანახმად, ეს დოკუმენტები ისეა შედგენილი, რომ სწორედ გავლენის შეფასება თითეული ჩვენი უწყების საქმიანობისა, იქნება 2020 წლის ბოლოს შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებები ამ სტრატეგიაში, როგორიც არის საჯარო ინფორმაცია, საჯარო სამსახური, ასევე სამართალდამცავი ორგანოები, საბაჟო და საგადასახადო სისტემა, სამართალდამცველებთან ერთად, რა თქმა უნდა, მეორე ხელისუფლებაში, მართლმსაჯულებაში გამჭვირვალობისა და შეფასების კრიტერიუმები, მაგრამ მნიშვნელოვანია ისეთი დარგები, როგორებიც არის სპორტი, ინფრასტრუქტურული პროექტები და ხაზს განსაკუთრებით გავუსვამდი კერძო სექტორსა და პოლიტიკურ კორუფციას, რადგან ეს არის ის ორი მიმართულება, რომელიც ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, როდესაც კორუფციაზე ვსაუბრობთ, რომ კორუფცია არა მხოლოდ საჯარო სექტორში საჭიროებს პრევენციას და აღმოფხვრას, ასევე ბიზნესში კორუფცია არის ხოლმე მწვავე გამოწვევა და რა თქმა უნდა, პოლიტიკური კორუფცია, ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებში, მათი დაფინანსების გამჭვირვალობა და დაფინანსების წესი.

სიახლე არის ის, რომ ამ დოკუმენტების მონაწილე არის 7 მუნიციპალიტეტი. ვერცერთ მათგანს ცალკე ვერ გამოვყოფდი, მაგრამ განსაკუთრებით მაინც მინდა მივესალმო იმ ძალისხმევას, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გასწია, რადგან მათ ადგილობრივ დონეზე შეძლეს რომ საკუთარი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ჰქონდეთ. შესაბამისად, მე ერთადერთი ის შემიძლია, რომ მოგიწოდოთ, ამ დოკუმენტს დეტალურად გაეცნოთ და მედიის და საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოთ მისი მონიტორინგის პროცესში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად