საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 53.4 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 18.6 მლრდ აშშ დოლარი (53.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2019 წლის მშპ-ს 105.1 პროცენტია.

2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 729.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 529.5 მლნ აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო – 141.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 33.9 და სხვა ცვლილებების გამო – 23.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად