“საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან შანსზე მაღლა ვიწრო პარტიული ინტერესი დააყენა”

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში ეხმაურება გიგი წერეთლის ეუთო-ს ასამბლეის პრეზიდენტად არ არჩევის ფაქტს და ამბობს, რომ ეს არჩევნები იყო შანსი საქართველოსთვის ამხელა დონისა და პრესტიჟის ფორუმზე მთელი სიმწვავით დამდგარიყო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.

როგორც ის წერს, ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს წარმომადგენლის მეორე ტურში გასვლა უკვე დიდი წარმატებაა.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 56 სახელმწიფოს მოიცავს – მათ შორის ამერიკას, კანადას და ცენტრალურ აზიას. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს წარმომადგენლის მეორე ტურში გასვლა უკვე დიდი წარმატებაა. ეს არჩევნები იყო შანსი საქართველოსთვის ამხელა დონისა და პრესტიჟის ფორუმზე მთელი სიმწვავით დამდგარიყო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები – ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაცია, დევნილთა დაბრუნება. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობამ ამ მნიშვნელოვან შანსზე მაღლა ვიწრო პარტიული ინტერესი დააყენა.

ასევე აღსანიშნავია, რომ დეპუტატების რაოდენობა ვინც გუშინ გიგი წერეთელს მისცა ხმა (მაგალითად ამერიკის და პოლონეთის დელეგაციებმა სწორედ ამიტომ წავაგეთ 13 ხმით) სხდომა გუშინ დატოვეს. ვულოცავ გიგი წერეთელს და საქართველოს ამ საერთაშორისო აღიარებას. ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება მთავრობა, რომელიც ყველაზე წინ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დააყენებს", – წერს გიორგი კანდელაკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად