საქართველოს მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს

ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა – „ქართული ჩაი“, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მოამზადა.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბალანსზე არსებული 7 ათას ჰექტრამდე ჩაის პლანტაციების ეტაპობრივი რეაბილიტაცია იგეგმება. სახელმწიფო ასევე განახორციელებს ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ხელშეწყობის პროგრამას და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დაიგეგმება სერთიფიცირების პროგრამები და განხორციელდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომელიც საჭიროა პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტისთვის. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება.

მთავრობა, ასევე, სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს, რათა მოხდეს პროდუქციის სეზონის გახანგრძლივება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ყოველწლიურად არის ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის 15-20%-ის დანაკარგი, რადგან ვერ ხდება შესაბამის პირობებში შენახვა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით წახალისდება მაღალმთიანი რეგიონები, ასევე გამოიყო ყველაზე დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე 12 მუნიციპალიტეტი, რომლებიც მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად