საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია ეწვევა

18 მარტს საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია ეწვევა, – ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა. 

"საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია ეწვევა. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტტებთან, რათა საბოლოდ დავხვეწოთ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია. დღეს სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული ყველაზე მაღალი რეიტინგები გვაქვს, რაც კი ოდესმე გვქონია. "ფითჩმა" და "მუდისმა" პოზიტიური რეიტინგი მოგვანიჭა, ხოლო "სტანდარტ ენდ ფუარსმა" სტაბილური დაგვიტოვა. ეს იმ ფონზე, როდესაც რეგიონის ყველა ქვეყანას რეიტინგი შეუმცირდა", – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...