A1 ბანერი

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები გუნდების კრახი ბუქარესტში

ბუქარესტში დასასრულს მიუახლოვდება ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში

დღეს 60-67-72-82-97 კგ წონითი კატეგორიების კლასიკური სტილით მოჭიდავეები იბრძოდნენ მედლებისთვის და მათ შორის იყვნენ საჩინო დავითაია (67კგ) და ლაშა გობაძე (82კგ)

საჩინო დავითაია რუს არტიომ სურკოვს შეხვდა. მსაჯებმა პირველ პერიოდში დავითაია ჩააყენეს პარტერში, მეორეში კი სურკოვი და ფრეზე დავითაიას დავითაია ხდებოდა გამარჯვებული, მაგრამ მალე მსაჯმა ისევ ერთ ქულით დასაჯეს და საბოლოოდ 1:2 დამარცხდა.

82 კგ წონით კატეგორიის ფინალში ლაშა გობაძე რაიბეკ ბისულთანოვს (დანია) შეხვდა. პირველ პერიოდში პასიურობისთვის პარტერში ჩაყენებულმა ბისულთანოვმა პარტერიდან სუფთად გამოსვლა და კონტრილეთით ორი ქულის აღბა შეზლო, მცირე ხანში კი კიდევ ორი ქულა აიღო და 4:1 დაწინაურდა. მეორე პერიოდში ლაშა გობაძემ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლო და სამწუხაროდ, 3:4 დამარცხდა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა არადამაკმაყოფილებელი გამოსვლის შემდეგ (მათ ოქროს მედლის გარეშე, ორი ვერცხლით და სამი ბრინჯაოთი დაასრულეს ასპარეზობა და გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდნენ), ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები კიდევ უფრო წარუმატებლად გამოვიდნენ: მათ ანგარიშზე მხოლოდ იაკობ საჯაიას და ლაშა გობაძის ვერცხლები, ლევან ქავჟარაძის ბრინჯაო და საჩინო დავითაიას მიერ მოპოვებული 10 და ნუგზარ წურწუმიას მიერ მოპოვებული 6, სულ – 71 ქულაა. ამ შედეგით მათ შარშანდელი მიღწევა, გუნდური მე-2 ადგილი, გააუარეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსგავსად მე-4 ადგილზე გავიდნენ რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის გუნდების შემდეგ.

ოლიმპიური თამაშების მსგავსად მხოლოდ მედლებით თუ შევაფასებთ მოჭიდავეთა შედეგებს, ვნახავთ:

1. რუსეთი – 7 ოქრო, 3 ვერცხლი, 7 ბრინჯაო
2. თურქეთი – 5 ოქრო, 2 ვერცხლი, 5 ბრინჯაო
3. აზერბაიჯანი – 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო
4. მოლდოვა – 1 ოქრო, 1 ვერცხლი
5. უკრაინა – 1 ოქრო, 3 ბრინჯაო
6. სომხეთი – 1 ოქრო, 2 ბრინჯაო
7. დანია – 1 ოქრო
8. იტალია – 1 ოქრო
9. საქართველო – 0 ოქრო, 4 ვერცხლი, 5 ბრინჯაო.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...