A1 ბანერი

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჭადრაკში მსოფლიოს გუნდური პირველობა დასრულდა.

ბოლო ტურის წინ საქართველოს ნაკრები უკრაინას ქულით ხოლო რუსეთს კი ორი ქულით ჩამორჩებოდა და რუსეთის ნაკრებთან წარმატების შემთხვევაში მეორე ადგილზე გასვლა შეეძლო.

ჩინეთის ნაკრებმა, რომელსაც ბოლო ტურის წინ ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდა, უკრაინელებს მხოლოდ ნახევარი ქულა დაუთმო და გაანადგურა ისინი – 3,5:0,5

საქართველოს და რუსეთის მატჩში ოთხივე პარტია ყაიმით დასრულდა და შედეგად, საქართველოს ნაკრები უკრაინას დაეწია და უკეთესი დამატებით მაჩვენებლების ხარჯზე მესამე ადგილზე გავიდა.

საქართველო – რუსეთი 2:2
ბელა ხოტენაშვილი – კატერინა ლაგნო 0,5:0,5
ალექსანდრა კოსტენიუკი – მერი არაბიძე 0,5:0,5
ლელა ჯავახიშვილი – ვალენტინა გუნინა 0,5:0,5
ალექსანდრა გარიაჩკინა – ნინო ბაციაშვილი – 0,5:0,5

ჩინეთი – უკრაინა 3,5:0,5
ყაზახეთი – სომხეთი 3:1
ეგვიპტე – აშშ 2,5:1,5
უნგრეთი – ინდოეთი 2:2

საბოლოო შედეგები
1. ჩინეთი – 18 ქულა
2. რუსეთი – 14ქულა
3. საქართველო – 12 ქულა
4. უკრაინა – 12 ქულა
5. ყაზახეთი – 10 ქულა
6. ინდოეთი 9 ქულა
7. აშშ – 7 ქულა
8. სომხეთი – 4 ქულა
9. უნგრეთი – 4 ქულა
10. ეგვიპტე – 0 ქულა

ჩინეთი მეოთხედ გახდა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის, რომელის 2007 წლიდან ყოველ მეორე წელს ტარდება, გამარჯვებული. თითოჯერ გამარჯვებული საქართველო, უკრაინა და რუსეთი იყო.

კაცთა შორის საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
1. რუსეთი – 16 ქულა
2. ინგლისი – 13 ქულა
3. ჩინეთი -12 ქულა

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...