საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბათუმში დასრულდა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც პირველობისთვის კაცებში 40 და ქალებში 32 გუნდი იბრძოდა.

ქალთა შორის 9 ტურის შემდეგ 15 ქულა დაგროვა, ქულით ჩამორჩა რუსეთის ნაკრებს და მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე 14 ქულით აზერბაიჯანი გავიდა. საქართველოს მე-2 ნაკრები 10 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი 8 ქულა დააგროვა და 22-ე ადგილზე დაიკავა.

კაცთა შორის საქართველოს ნაკრებმა 10 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 8 ქულა დააგროვა და 28-ე ადგილზე გავიდა. გამარჯვება 15 ქულით რუსეთის ნაკრებს ხვდა წილად. მე-2 ადგილზე 14 ქულით უკრაინის ნაკრები გავიდა, მე-3 ადგილი ამდენივე ქულით ინგლისმა დაიკავა.

1992 წლიდან დღემდე გამართულ ევროპის 13 ჩემპიონატზე საქართველოს მოჭადრაკე ქალებმა (მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქეთევან არახამია) ერთხელ, 1997 წელს, გაიმარჯვეს, ოთხჯერ ვერცხლის მედლები მოიპოვეს – 2005, 2009, 2017, 2019 წლებში, ხოლო ორჯერ, 2011 და 2015 წლებში, ბრინჯაოს მედალოსნები იყვნენ.

საქართველოს კაცთა ნაკრები (ზურაბ აზმაიფარაშვილი, ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, გიორგი ყაჭეიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი) ევროპის ჩემპიონატზე ერთხელ, 2003 წელს, იყო ბრინჯაოს პრიზიორი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად