საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები რუსეთის ნაკრებს 1 ქულით ჩამორჩება

ბათუმში ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა

ქალები

საქართველო – სერბეთი 4:0. გაიმარჯვეს ნანა ძაგნიძემ, ბელა ხოტენაშვილმა, მერი არაბიძემ და სალომე მელიამ.

საქართველო 2 – პოლონეთი 2:2. გაიმარჯვეს ნინო ბაციაშვილმა და სოფიო გვეტაძემ, დამარცხდნენ ნინო ხომერიკი და სოფიკო ხუხაშვილი.

საქართველო ახალგაზრდული – ნიდერლანდები 1:3. გაიმარჯვა თამარ ესაძემ, დამარცხდნენ ლილე ქორიძე, ეკატერინე ფიფია და ნია დონგვანი.

კაცები

საქართველო – ჩეხეთი 1,5:2,5. ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ივან ჩეპარინოვმა, ლევან ფანცულაიამ და გიგა ყუფარაძემ დამარცხდა ბაადურ ჯობავა.

საქართველო ახალგაზრდული – შვედეთი 0,5:3,5. ყაიმით დაასრულა შეხვედრა გიორგი სიბაშვილმა, დამარცხდნენ ნოე თუთისანი, ნიკოლოზ პეტრიაშვილი და ნიკოლოზ კაჭარავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად