საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები ჩემპიონობის მცირე შანსს ინარჩუნებს

ბათუმში ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა

ქალები

საქართველო – უკრაინა 3:1 გაიმარჯვეს ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ, ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ლელა ჯავახიშვილმა და სალომე მელიამ.

საქართველო 2 – იტალია 3:1. გაიმარჯვეს ნინო ბაციაშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა, ყაიმით დაასრულეს შეხვედრები სოფიო გვეტაძემ და მირანდა ლომიძემ

საქართველო ახალგაზრდული – გერმანია 2,5:1,5 გაიმარჯვეს თამარ ესაძემ და დიანა ლომაიამ, ყაიმთ დაასრულა შეხვედრა ლილე ქორიძემ, დამარცხდა ეკატერინე ფიფია

კაცები

საქართველო – ისრაელი 2:2. გაიმარჯვეს ბაადურ ჯობავამ და ივან ცეპარინოვნა, დამარცხდნენ ლევან ფანცულაია და ლუკა პაიჭაძე. .

საქართველო ახალგაზრდული – იტალია 2:2. გაიმარჯვა გიორგი სიბაშვილმა, ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ნოე თუთისანმა და ნიკოლოზ კაჭარავამ, დამარცხდა ლუკა ობოლაძე.

ბოლო ტურის წინ ქალთა შორის რუსეთის ნაკრები ლიდერობს 14 ქულით. საქართველოს ნაკრებს 13 ქულა აქვს
კაცთა შორის 13-13 ქულით უკრაინის და რუსეთის ნაკრები გუნდები ლიდერობენ. საქართველოს ნაკრები 8 ქულით მე-16-24 ადგილებს იყოფს.

მასალა მოაზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად