საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთთან პირველი ტაიმის შემდეგ 10:3 მარცხდება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე რაუნდში, ესპანეთის წინააღმდეგ, გასვლით შეხვედრაში, პირველი ტაიმის შემდეგ 10:3 მარცხდება.

მასპინძლები მესამე წუთზე, ჯარიმით დაწინაურდნენ. კვირიკაშვილს მალევე შეეძლო გათანაბრება, მაგრამ საჯარიმო დარტყმა ააცილა. გათანაბრება „მეკომ“ ისევ ჯარიმით შეძლო, ამჯერად მას მიზანმა არ უმტყუნა.

მიმდინარე ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი ლელო გაუშვა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს მასპინძლებმა და პირველი ნახევარი მათთვის კომფორტული უპირატესობით – 10:3 დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...