საქართველოს მოქალაქის პასპორტით მსოფლიოს 115 ქვეყანაში უვიზოდ შეიძლება მოგზაურობა

პასპორტების ინდექსის განახლებული მონაცემების მიხედვით საქართველოს პასპორტი მის მფლობელს მსოფლიოს 115 ქვეყანაში უვიზოდ გადაადგილების საშუალებას აძლევს.

აქედან, 74 ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ იღებს, 41 კი ვიზას ადგილზე მათი ჩასვლისას იძლევა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო გაეროს წევრ 193 სახელმწიფოს, აგრეთვე ვატიკანს, კოსოვოს, მაკაოს, პალესტინას, ტაივანს და ჰონკონგს შორის 88-ე – 90-ე ადგილებს იყოფს ნიკარაგუას და თურქეთთან ერთად.

რეიტინგის ლიდერი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. ამ ქვეყნის პასპორტის მფლობელთათვის 113 ქვეყნის კარი უვიზოდაც ღია, 54 ქვეყანა კი მათზე ადგილზე ჩასვლისას გასცემს ვიზებს. მხოლოდ 31 ქვეყანა თხოულობს არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეებისგან ვიზის წინასწარ აღებას.

რეიტინგში მეორე და მესამე ადგილზე სინგაპური და გერმანიაა 166 ქულით, მეოთხე-მეთოთხმეტე ადგილზე კი 165 ქულით არიან: დანია, შვედეთი, ფინეთი, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ესპანეთი, ნორვეგია, სამხრეთ კორეა აშშ.

საქართველოს მეზობელი ქვეყნები რეიტინგში ასე განლაგდნენ:

29-35. ლიტვა 161 (119+42) ლატვია 161 (119+42)
36. ესტონეთი 160 (119+41)
64-65. უკრაინა 131 (89+42)
86-87. რუსეთი 116 (79+36)
88-90. თურქეთი (71+44)
92-93. მოლდოვა 112 (75+47)
108-110. ყაზახეთი 80 (37+43)
111-113. 79 (42+37) ბელარუსი
122-125. აზერბაიჯანი 71 (34+37)
132-136. სომხეთი 68 (31+37) ყირგიზეთი (28+40)
142-144. უზბეკეთი 63 (26+37)
145-146. ტაჯიკეთი 62 (26+36)
162-163. თურქმენეთი 57 (17+40)

ირანის მოქალაქეებს მხოლოდ 12 ქვეყანაში არ თხოვენ ვიზას და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. ავღანეთის პასპორტით უვიზოდ 5 ქვეყანაში შეიძლება შესვლა,ერაყის პასპორტით კი – 7 ქვეყანაში. აუტსაიდერი პასპორტებია აგრეთვე პაკისტანის – უვიზოდ 8 ქვეყანაში, სირიის,სომალის, სუდანის – უვიზოდ 9 ქვეყანაში და იემენის – უვიზოდ 11 ქვეყანაში.

პასპორტების ინდექსის საშუალო მაჩვენებელი არის 102, ხოლო საშუალო მედიანური (მედიანა არის ზრდადობით ან კლებადობით დალაგებულ მწკრივის შუა რიცხვი, მწკრივის 50%-ზე მეტი და მწრკივის 50%-ზე ნაკლები – “აიპრესი”) – 91.

20 ქვეყანა მსოფლიოს ყველა – 198 ქვეყნიდან ჩასულს, უვიზოდ იღებს. ეს ქვეყნებია: აღმოსავლეთ ტიმორი, გაბონი, გვინეა ბისაუ, ეთიოპია, კამბოჯა, კატარი, კომორის კუნძულები, კოტ-დივუარი, ლესოტო, მადაგასკარი, მალდივი, მიკრონეზია, მოზამბიკი, რუანდა, სამოა, სეიშელის კუნძულები, სომალი, ტუვალუ, უგანდა და ჯიბუტი,

საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნები ამ მაჩვენებლის მიხედვით რეიტინგში ასე განლაგდნენ (პირველი რიცხვი იმ ქვეყნების რაოდენობაა, რომლის მოქალაქეებსაც ვიზა არ სჭირდებათ, მეორე კი იმ ქვეყნების, რომლის მოქალაქეებზეც ვიზას ადგილზე ჩასვლისას გაცემენ):

49-51. თურქეთი 143+25
55. სომხეთი 132+29
70-71. აზერბაიჯანი 104+41
75-77. უკრაინა 101+44
78-80. მოლდოვა 100+45
87-124. საქართველო 93+51
125. ბელარუსი 92+52
135-137. ტაჯიკეთი 82+59
138. ყირგიზეთი 80+60
148-151. უზბეკეთი 69+66
157-158. ყაზახეთი 61+71
167. რუსეთი 48+77

ავღანეთში და ჩრდილოეთ კორეაში უვიზოდ ვერცერთი ქვეყნიდან ვერ შედიან. თურქმენეთში მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქალაქეებს იღებენ უვიზოდ და ეს ერთადერთი ქვეყანა, passportindex.org-ის მიხედვით, საქართველოა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად