საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, შსს-მ “კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საზღვარგარეთ მყოფ 1974 წელს დაბადებულ გ.ღ. -ს „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 მაისს 13 პირი დააკავა, ხოლო 21 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გ.ღ.-ს მიმართ გამოცხადდება ძებნა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად ძალავდნენ, ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ გ.ღ. -ს. რომელიც სხვადასხვა დავებთან დაკავშირებით იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს.
გამოძიება მიმდინარეობს „კანონიერი ქურდობის“ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით,223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223 – მე-3 პრიმა-მუხლის მე-2 ნაწილით, 223 – მე-4 პრიმა-მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით”, – ნათქვამია გავრცელებულ იმფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად