საქართველოს მოქალაქეების ისრაელში უკანონოდ შეყვანის ორგანიზების ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს

ისრაელის პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა, რომელთაც ბრალად ბენ გურიონის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ორგანიზება ედებათ. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებულები მოსყიდვაში, თაღლითობასადა ისრაელის სასაზღვრო კანონდებლობის დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი.

სამართალდამცველების განმარტებით, ქსელის წევრები, რომელთა შორის, აეროპორტის თანამშრომლებიც არიან, ორგანიზებულ და სისტემატურ რეჟიმში მოქმედებდნენ, რათა ბენ გურიონის აეროპორტის უსაფრთხოების მექანიზმისთვის გვერდი აევლოთ და საზღვარგარეთ  სასაზღვრო კონტროლის გარეშე გადასულიყვნენ.

ისრაელის პოლიციის განცხადებით, “ისინი დანაშაულის გამოვლენის მიზნით მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებენ, რაც პირდაპირ იმოქმედებს მოქალაქეების კეთილდღეობასა და დამნაშავეთა დასჯაზე.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...