საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, დამატებით რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი რეისები განსაზღვრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით

16 აპრილი – პარიზი-თბილისი
18 აპრილი – თელავივი-თბილისი
21 აპრილი – რომი-თბილისი

აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.

მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება

7 აპრილი – ათენი-თბილისი
10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი
12 აპრილი – ბერლინი-თბილისი
14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი

მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად