საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში მოგზაურობა ელექტრონული პირადობის მოწმობებით შეეძლებათ

უკრაინა-საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათების საშუალებით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"მე წინა შეხვედრის დროს განვაცხადე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოძიოთ ახალი პოტენციალი ტურიზმში და გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან, ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე, ჩვენ შევძლებთ ელექტრონული პირადობის მოწმობებით მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა იმოგზაურონ, როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში", – განაცხადა ბახტაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად