საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტი 20 წლის საქართველოს მოქალაქეა.

მას ტემპერატურა აღენიშნება და დამატებითი კვლევები უტარდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი ქუთაისის ახალი ინექციური საავადმყოფოს “ელჯი და კომპანის” მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ გააკეთა. “პაციენტი იმყოფებოდა იტალიის რამდენიმე ქალაქში.

ის აეროპორტიდან აქ მოიყვანეს, აღენიშნება ტემპერატურა 37° და 2 ხაზი.

დამატებითი კვლევები უტარდება და ცნობილი გახდება რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე”_განაცხდა ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად