საქართველოს მომავალი პარიზში – 14 წლის ქართველი ჩოგბურთელის წარმატებების ისტორია

პარიზის ამ სკოლაში ყველამ იცის, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას  ისეთი დიდი მეფეები ჰყავდა, როგორიც თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი იყო… კარგად იციან ისიც, რომ ხაჭაპური და ლობიანი ქართული ბრენდებია…

ნინო გოგეიშვილი, რომელიც ამ სკოლაში სწავლობს, მეგობრებს და მასწავლებლებს თავისი სამშობლოს შესახებ ბევრს უყვება. ნინოს სკოლაში კიდევ ბევრი რამის გამო იცნობენ, ერთ-ერთი სპორტში მიღწეული წარმატებებია.

 14 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნინო გოგეიშვილი უკვე 9 წელია საფრანგეთში ცხოვრობს ვარჯიშობს და პროფესიონალურ დონეზეც გამოდის.

კარიერის მანძილზე ნინომ ქალაქ პორტო კომოს საკლუბო ტურნირი 5-ჯერ მოიგო. რამდენიმე ხნის წინ.  რამდენიმე თვის წინ გამართულ ერთ-ერთ რეგიონულ გათამაშებაში ნახევარ ფინალამდე მივიდა და სარეიტინგო ქულები მიიღო, რეიტინგში მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.  ერთი თვის წინ კი, 95-ე რეგიონის ტურნირზე პირველი ადგილი აიღო.

„ჩოგბურთზე მშობლებმა შემიყვანეს  7 წლის ასაკში. ჩემთვის ჩოგბურთი ჩემი ცხოვრების აზრია. ვცხოვრობ საფრანგეთში, უკვე 9 წელია.  ვარ ქალაქ, „პორტო კომოს“  5 გზის გამარჯვებული. მისაბაძი ჩოგბურთელები არიან, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ნიკოლოზ ბასილაშვილი და  როჯერ ფედერერი. სამომავლოდ მინდა გავაგრძელო ჩოგბურთის პროფესიონალური კარიერა. მინდა ვასახელო საქართველო. „- ამბობს ნინო გოგეიშვილი.

როგორც ნინო “აიპრესს” უყვება, ჯერ კიდევ პატარა, ჩოგბურთს ტელევიზორში უყურებდა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ ეს ის სპორტი იყო, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლიდა.

„მშობლებმა შეატყვეს რომ მომწონდა და შემიყვანეს მაშინვე, უკვე მ-9 წელია ამ სპორტზე დავდივარ და ბლომენინის კლუბში ვვარჯიშობ. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს და ძალიან მონდომებულები.  ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ. ყველას გვეხმარებიან და მაქსიმუმს აკეთებენ, რომ კარგად გამოვიდეთ შეჯიბრებებზე.

– რითია ეს კლუბი ცნობილი?

-საფრანგეთის 26-ე ჩოგანი ჩვენს კლუბშია და გვყავს მსოფლიო ჩემპიონები 11-12 წლის კატეგორიებში. ყველა კატეგორიაში წარმატებული მოთამაშეები გვყავს.

 – მოდი ახლა შენზე ვისაუბროთ, შენი რეიტინგი როგორია?

– მე რეიტინგებში ვარ 33-ე ადგილას 14 წლიანებში. რეგიონალურ ტურნირებზე გამოვდივარ და არაერთხელ მოგვიგია. ჯილდო ძალიან ბევრი მაქვს. პედაგოგები ამბობენ, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია და მეც ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. პედაგოგები აქ ყველას ხელს უწყობენ, თავიანთ პროგრამას უკეთებენ ყველას და ინდივიდუალურად გავდივართ მომზადებას. ახლა 93-ე რეგიონის ტურნირისთვის ვემზადები და ვნახოთ, რა იქნება.

– როგორ ფიქრობ, გააუმჯობესებ ამ ტურნირის შემდეგ შენს რეიტინგს?

– ვფიქრობ, რომ შევძლებ.

– ახლა ყველაზე მთავარი კითხვა მინდა დაგისვა, საფრანგეთის სახელით აპირებ მომავალში გამოსვლას, თუ საქართველოს სახელით?

 – კარგი შეკითხვა იყო… მე საქართველოს სახელით გამოვალ, აუცილებლად…მაგრამ საფრანგეთი ძალიან მიყვარს, აქ დიდი გამოცდილება მივიღე და ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს.

 – საფრანგეთში თუ იციან საქართველოს შესახებ? უყვები ხოლმე შენ?

 – დიახ, იცნობენ, რა თქმა უნდა. ყველამ იცის ნიკოლოზ ბასილაშვილი ვინ არის და როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი იგებს, მივდივარ და ყველას ვეუბნები, რომ ის ქართველია…

– უახლოეს პერიოდში რომელი ტურნირისთვის ემზადები?

– აგვისტოს ბოლოს მაქვს ტურნირი პარიზში და მაგისთვის ვემზადები. ძალიან მონდომებული ვარ და ვნახოთ. 95-ე რეგიონის ტურნირი მოვიგე, პირველ ადგილზე გავედი და კიდევ უფრო მეტად ვარ მონდომებული ახლა.

ნინო ამბობს, რომ  სერენა უილიამსის მასწავლების აკადემიაში, “მუვატუღლუში”სურს თავისი კარიერის გაგრძელება, მაგრამ ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო, რადგან იქ მხოლოდ ჩოგბურთის თამაში არაა საკმარისი, ძალიან კარგად უნდა სწავლობდე. აპირებს, რომ კარგად მოემზადოს და ამ აკადემიაში გააგრძელოს თავისი კარიერა.

– ნინო, საქართველოში როდის ჩამოხვალ?

– როდესაც შემეძლება… ძალიან, ძალიან მინდა საქართველოში…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...