საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019 წელს ისტორიულად ყველაზე დაბალი იყო

2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 897.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 5.1%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019 წელს ისტორიულად ყველაზე დაბალია. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2019 წლის მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 538.9 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის ანგარიშსა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 23.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა – 9.5 პროცენტიდან 11.1 პროცენტამდე.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 0.5 პროცენტით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 17.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 8.5 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურბით ვაჭრობის დადბითი ბალანსი (ძირითადად მოგზაურთა მომსახურების შემოსავლების გამო), დიდწილად ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 8.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11.4 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 5.4 პროცენტით გაიზარდა და 685.8 მლნ აშშ დოლარს (2.0 მლრდ ლარი) გაუტოლდა.

მიმდინარე ანგარიშის მეორე დადბითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 1.1 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის მეოთხე კვარტალში 404.3 მლნ აშშ დოლარს (1.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 7.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამთავრობო სექტორის 26.5 მლნ აშშ დოლარიდან 0.5 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 225.7 მლნ აშშ დოლარი (664.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.6 პროცენტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად