საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ხვალ დაასრულებს

პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ხვალ, 30 სექტემბერს გაიმართება.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა და  ოთხი წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა.

მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონპროექტი, რომელთა შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები, ” ცვლილებები “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში და  „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რითაც ქვეყანა ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად