საქართველოს მასშტაბით ცხოველთა რეგისტრაციის სისტემის საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ – FAO საქართველოს მასშტაბით, ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის პროგრამისა – NAITS და ახალი რეგულაციის შესახებ, რომელის ფარგლებში 1 იანვრიდან.  სასაკლაოები ვეღარ მოემსახურებიან ფერმერებს, რომელთა ცხოველებს საყურე ნიშნები არ აქვთ, დღეს, 31 ოქტომბერ დაასრულა.

FAO ორგანიზებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ჩართულობითა და შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით, NAITS-სი გუნდმა 600-ზე მეტ ვეტერინარს, სასაკლაოს წარმომადგენელს, ფერმერს და ხორცის დისტრიბუტორს მიაწოდა, სპეციალური მაფრთხილებელი პლაკატები, დეტალური გაიდლაინები და საინფორმაციო ბუკლეტები მოსალოდნელი ცვლილების შესახებ. სასაკლაოს ვეტერინარებს ჩაუტარდათ დეტალური ინსტრუქტაჟი თუ როგორ უნდა მოექცნენ საყურე ნიშნის გარეშე დასაკლავად მოყვანილ საქონელს.

შეხვედრის ფარგლებშივე FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლებმა  შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს რეგისტრაცია – იდენტიფიკაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმაც, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება  მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დროის უმოკლეს პერიოდში.

NAITS ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტის, ალექსანდრე ქაშიაშვილის განმარტებით, სასაკლაოს წარმომადგენლები, ისევე როგორც ფერმერები, აცნობიერებენ როგორც  იდენტიფიკაცია რეგისტრაციის საჭიროებას, ასევე ახალი რეგულაციის მნიშვნელობას – სურსათის უვნებლობის სფეროში.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ცვლილების უმთავრეს  მიზანს, ცხოველური ნაწარმის ხარისხის ზრდა და ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკის მინიმუმამდე დაყვანა წარმოადგენს – აღნიშნული მიზნის მიღწევის საშუალებას ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის პროგრამა, და სურსათის უვნებლობის კუთხით შემუშავებული ახალი რეგულაციები გვაძლევენ", – განმარტა ალექსანდრე ქაშიაშვილმა. 

კამპანიის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სასაკლაოზე გამოიკრა საინფორმაციო პლაკატები სასაკლაოს მომსახურების მსურველთათვის. მომდევნო თვეების მანძილზე NAITS გუნდი, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დამატებით ღონისძიებებს ჩაატარებს, რათა სრულყოფილად და დროულად მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება, რაც რეგულაციის ძალაში შევლის შემდგომ, ფერმერებს დამატებით სირთულეებს თავიდან აარიდებს.

NAITS პროექტის განხორციელებისათვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად