საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრის ფუძემდებელი, ცნობილი ქართველი ექიმი გელა მუხაშავრია გარდაიცვალა

საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრის ფუძემდებელი, ცნობილი ქართველი ექიმი გელა მუხაშავრია გარდაიცვალა. ინფორმაცია “აიპრესს” კოლოპროქტოლოგიის ცენტრში დაუდასტურეს.

გელა მუხაშავრია მსოფლიოში ცნობილი ექიმი და ამ მიმართულებაში ასევე მსოფლიოში აღიარებული მეთოდოლოგიის დამაარსებელია.

საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრი დაარსდა 1983 წელს და ბოლომდე  მისი უცვლელი ხელმძღვანელი გახლდათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გელა მუხაშავრია.

„ცენტრის“ დირექტორი, მ.მ.დ. გელა მუხაშავრია კლინიკის მართვის პროცესში წამყვან მიმართულებებად განიხილავდა პრაქტიკული მუშაობის პარალელურად აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას, სოციალურად დაუცველი პაციენტებისთვის ფინანსური შეღავათების დაწესებას და/ან ცენტრის ხარჯებით მათთვის მკურნალობის ჩატარებას, კოლოპროქტოლოგიის, როგორც ქირურგიის დარგის შემდგომი წინსვლისთვის ქვეყანაში შესაბამისი გარემოს შექმნას და ა.შ.

1983 წლიდან საქართველოს   კოლოპროქტოლოგიის ცენტრში (გელა მუხაშავრიას   კლინიკა) კონსულტაცია/გასინჯვა ჩატარებული აქვს   180 000-ზე მეტ პაციენტს. 1983-2018 წწ წარმატებით   არის შესრულებული 25 500-ზე მეტი ქირურგიული,   მცირეინვაზიური (ე.წ. უსისხლო მეთოდებით   მკურნალობა) და ენდოსკოპიური ჩარევა; მათ შორის   ოპერაციები ტარდება უკიდურესად რთული/   შორსწასული პროქტოლოგიური დაავადებების   დროსაც, რომელთა რადიკალური მკურნალობა   არათუ საქართველოში,  ევროპის და ა.შ.შ ქვეყნებშიც   შეუძლებელია. „ცენტრში“ ოპერაცია გაკეთებული   დიდი ბრიტანეთის, კანადის, შვედეთის,   საფრანგეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის, ინდოეთის, ერაყის, ირანის, ჩეხეთის, არგენტინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის მოქალაქეებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...