საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების უაღრესად დასანანი მარცხი

პოლონეთში, ვარშავაში, ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშების “SABRE DE WOLODYJOWSKI”-ის ეტაპზე დღეს გუნდური შეჯიბრება მიმდინარეობს

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდი, რომელიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზის მოსაპოვებლად იბრძვის, მეთექვსმეტედფინალში ესპანეთის ნაკრებს შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 45:28.

საქართველო- ესპანეთი 45:28
5:4 სანდრო ბაზაძე – ინაკი ბრავო 5:4
10:9 ბექა ბაზაძე – მანჩენო გილერმო 5:5
15:13 მიხეილ მარდალეიშვილი – ანდრეს ჰერნანდეს კაბალერო 5:4
20:13 სანდრო ბაზაძე – მანჩენო გილერმო 5:0
25:16 მიხეილ მარდალეიშვილი – ინაკი ბრავო 5:3
30:17 ბექა ბაზაძე – ანდრეს ჰერნანდეს კაბალერო 5:1
35:19 მიხეილ მარდალეიშვილი – მანჩენო გილერმო 5:2
40:21 სანდრო ბაზაძე – ანდრეს ჰერნანდეს კაბალერო 5:2
45:28 ბექა ბაზაძე – ინაკი ბრავო 5:7

მერვედფინალში საქართველო ეტაპზე მეოთხე განთესვის მქონე გერმანიას შეხვდა. თავდაპირველად გერმანია დაწინაურდა , მაგრამ მესამე შეხვედრაში მიხეილ მარდალეიშვილმა შეძლოს გუდის დაწინაურება – 15:13. ამის შემდეგ ხუთ შეხვედრაში გერმანელები იმარჯვებდნენ და მეცხრე, გადამწყვეტი შეხვედრის წინ ანგარიში 33:40 გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოწინაღმდეგისთვის სანდრო ბაზაძეს 12 ჩხვლეტა უნდა მიეყენებინა გამარჯვების მოსაპოვებლად, გერმანელს კი ხუთიც ჰყოფნიდა. ბაზაძემ ბოლომდე იბრძოლა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – 44:44, თუმცა გუნდის გამარჯვებისთვის საჭირო 45-ე ჩხვლეტის მიყენება მას გერმანელმა დაასწრო

3:5 ბექა ბაზაძე – ბენედიქტ ვაგნერი 3:5
7:10 სანდრო ბაზაძე – მატიას საბო 4:5
15:13 მიხეილ მარდალეიშვილი – მაქს ჰარტუნგი 8:3
19:20 ბექა ბაზაძე – მატიას საბო 4:7
22:25 მიხეილ მარდალეიშვილი – ბენედიქტ ვაგნერი 3:5
25:30 სანდრო ბაზაძე – მაქს ჰარტუნგი 3:5
30:35 მიხეილ მარდალეიშვილი – მატიას საბო 5:5
33:40 ბექა ბაზაძე – მაქს ჰარტუნგი 3:5
44:45 სანდრო ბაზაძე – ბენედიქტ ვაგნერი 11:5

საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტურნირზე მესამეტე განთესვა აქვს, ბრძოლას მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის განაგრძობს. პირველ შეხვედა მას იაპონელებთან აქვს

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად