საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა!

დღეს საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო "ევროპა ნოსტრა" გადაეცა! 

ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება მუზეუმმა სამეცნიერო პროექტისათვის "ქსოვილი საქართველოდან" მიიღო. 400 გვერდიანი ნაშრომი კომპეტენტურმა ჟიურიმ ევროპის ტერიტორიაზე საუკეთესო სამეცნიერო კვლევად აღიარა! ხელოვნების სასახლე მადლობას უცხადებს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, "ევროპა ნოსტრა საქართველოს" და "ICOM საქართველოს" პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მხარდაჭერისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას ხელოვნების სასახლე თავად ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...