საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მრევლისადმი

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ილია მეორე საშობაო მარხვის დაწყების წინ, მრევლს მიმართავს, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

“ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს.

ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).

ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად.

ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!”-ნათქვამია მიმართვაში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად