ფინეთში დასრულდა საქართველოს და ფინეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდების შეხვედრა
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში E ჯგუფის გუნდებს შორის ფინეთი ნაკრები საქართველოს ნაკრებს მასპინძლობდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრებმა 4 ქულით მოიგო 44:40 (22:19, 22:21). მეორე ნახევრის პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 25:21 მოიგეს და დასკვნითი მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი იყო – 65:65. დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრები უკეთ თამაშობდა და საბოლოო გამარჯვებაც მათ დარჩათ 91:85(22:19, 22:21, 21:25, 26:20).
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი შერმადინი იყო. მან გუნდს 27 ქულა მოუტანა
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ისევ ჰელსინკში გამართავს, ამჯერად შვეიცარიელებთან.
სამი ტურის შემდეგ E ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
საქართველო – 3
შვეიცარია – 1
სერბეთი – 1
ფინეთი – 1