საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს სერბეთს დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა მატჩს, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბოლო ვარჯიშზე, საქართველოს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი დაემატნენ, თუმცა არის დანაკლისიც, ეროვნულ გუნდს მანუჩარ მარკოიშვილი ვერ დაეხმარება, 

ილიას ზუროსის გუნდი დარჩენილი ორი შეხვედრისთვის 11 ივნისიდან ემზადება. საქართველოს ნაკრები სპარინგ – მატჩების გასამართად პრაღაში იმყოფებოდა, სადაც 22 დ 23 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირში 4 მატჩიდან 1 გამარჯვება აქვს. ჯგუფში მყოფი 4 ნაკრებიდან – გერმანია, სერბეთი, საქართველო, ავსტრია – მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრებს სამეულში მოხვედრის რეალური შანსი აქვს, თუმცა გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მეტი მოგების მოპოვება მართებს. 3 საუკეთესო გუნდს პირველ ჯგუფურ ეტაპზე დაგროვილი ქულები მეორეშიც გადაჰყვებათ.

მომდევნო ეტაპზე გასული გუნდებისთვის 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე ჩატარდება მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი. ჩვენი ჯგუფის 3 საუკეთესო შეხვდება იმ ჯგუფიდან გასულ გუნდებს, რომელშიც საბერძნეთი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი და ესტონეთი თამაშობენ. ამ ჯგუფში სადღეისოდ მხოლოდ საბერძნეთს აქვს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული.

სერბეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს 2 ივლისს, თბილისში, ავსტრიასთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებში 14 კალათბურთელია. მათგან რომელი 12 იქნება განაცხადში, ეს სერბეთთან მატჩის დღეს გადაწყდება.

სია ასეთია: გიორგი ცინცაძე, თად მაკფადენი, რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე, მიხეილ ჭოჭუა, მერაბ ბოქოლიშვილი, ნიკა დარბაიძე, ანატოლი ბოისა, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, მიხეილ ბერიშვილი, აკაკი დვალიშვილი, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე. 

საქართველოსა და სერბეთს შორის მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად