საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სლოვენიელებთან შეხვედრაში 79 : 68 დამარცხდა

ქართველ კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა წააგო. ჰოლანდიელებთან გუშინდელი მარცხის შემდეგ, დღეს ჩვენი ქვეყნის ნაკრები სლოვენიელებთან დამარცხდა.

სლოვენიელებთან შეხვედრის პირველი ნახევარი 41 : 26 დასრულდა, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ფაჩულია, ცინცაძე, მარკოიშვილი, სანიკიძე, შენგელია. სლოვენიელთა ხუთეული – ჯოკსიმოვიჩი, ბლაზიჩი, დრაგიჩი, ომიჩი, სლოკარი. იგივე შემადგენლობებით დაიწყეს გუნდებმა მეორე ტაიმიც.

შეხვედრის მეორე ნახევარი ქართველმა კალათბურთელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ წუთებზე 15 ქულიანი სხვაობის შემცირება შესძლეს. კარგად ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც მესამე პერიოდში 10 ქულა დააგროვა.

სლოვენიელებმა ქართველების აქტიურობას სამქულიანი ტყორცნებით უპასუხეს და სხვაობა აღადგინეს. მესამე პერიოდში სლოვენიელთაგან ახალგაზრდა კალათბურთელმა კლობუჩარმა გამოიჩინა თავი – 18 ქულის ჩაყრა მოახერხა.

ქართველი კალათბურთელებს არც შეხვედრის მეორე ნახევარში „წაუვიდათ“ 3 ქულიანი ტყორცნები. მეოთხე პერიოდის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებს 2 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული, სლოვენიელების 13-ის წინააღმდეგ.

სლოვენიელებმა მესამე პერიოდში ანგარიშში სხვაობა 2 ქულით გაზარდეს და 65 : 48 მოიგეს.

მეოთზე პერიოდის მეორე ნახევარში ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშში სხვაობა კვლავ 10 ქულამდე შეამცირეს. საუკეთესო ისევ თორნიკე შენგელია იყო. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები 11 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

შეხვედრაში ქართველ კალათბურთელთაგან ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო. მის ანგარიშზე 21 ქულაა. სლოვენიელთაგან ყველაზე მეტი, 21 ქულა პეპელიჩმა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...