საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები “აკროპოლისის თასის” გამარჯვებულია!

იტალიასთან მარცხის მიუხედავად საქართველოს ნაკრები ათენის ტურნირის გამარჯვებულია.

საქართველოს ნაკრებმა "აკროპოლისის" თასზე იტალიასთან შეხვედრაში დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა საქართველო "აკროპოლისის თასის" გამარჯვებულია.

იტალიასთან მატჩის დაწაყისში,  იტალიელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და პირველი თაიმი ათი ქულით – 41:31 მოიგეს.

მატჩის ბოლო მეოთხედში სხვაობა სამ ქულამდეც შემცირდა, თუმცა იტალიამ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა და რვა ქულიანი უპირატესობით 73:65 გაიმარჯვა. მანამდე კი საქართველოს ნაკრებმა მასპინძელს, საბერძნეთის ნაკრებს სძლია, შემდეგ კი სერბეთის ნაკრები დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...