საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართეს

შეხვედრის მიზანი იყო „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის და იუსტიციის მინისტრის #150 ბრძანებით დამტკიცებული დათვალიერების ოქმის დეტალურად განხილვა და საკითხების დაზუსტება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე, მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები.
შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, როგორია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე ცნობის მომზადების ვადები, ვინ არის ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი, რა შემთხვევაში შეიძლება საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე ცნობის გაცემაზე უარის თქმა.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სახელმწიფოს მიერ მიწის რეფორმის პროექტის ფარგლებში დადგენილი კრიტერიუმების უზრუნველყოფის მექანიზმებზე.

კომენტარები
იტვირთება...