საქართველოს “გოსფილმოფონდში” დაცული კიდევ 7 ფილმი დაუბრუნდა

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება – საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, საქართველოს, „გოსფილმოფონდში“ დაცული, კიდევ, 7 ფილმი დაუბრუნდა.

მეოთხე ეტაპზე, ქართულ მხარეს ივანე პერესტიანის “არსენა ჯორჯიაშვილი” (1921 წ.) და “სურამის ციხე” (1923 წ.), ამო ბეკ-ნაზაროვის “მამის მკვლელი” (1923 წ.), მიხეილ ჭიაურელის “ხაბარდა” (1931 წ.), დავით რონდელის “დაკარგული სამოთხე” (1937 წ.), გელა კანდელაკის “უბედურება” (1980 წ.) და ნუცა ღოღობერიძის “უჟმური” (1934 წ.) გადაეცა.

ფონდის მიერ განხორციელებული სამუშაოების ხარისხის კონტროლისა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით, სამუშაო ვიზიტით, ქალაქ მოსკოვში, პროექტის კურატორი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და ამავე ცენტრის იურისტი თინათინ ჩავლეიშვილი იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად