საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი უკვე თბილისშია.

თბისლის საერთაშორისო აეროპრტში გაიმართა გენერალური მდივნის დახვედრის ცერემონია. მას ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

გენერალური მდივანი ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავჯდომარეობას უკავშირდება. ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.

“მოგეხენბათ, 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება.
გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია გაეცნოს საქართველოს თავმჯდიმარეობის პრიორიტეტებს და დაისახოს საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

თავმჯდომაერობის პერიპდის განმავლობაში დადგემილია მრავალი სხვადასხვა დონის ღონისძიაება, რაც ფართოდ წარმოაჩენს საქართველოს სტრასბურგში” – განაცხადა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქარველოს 10-11 ნომებერს სტუმრობს. საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია კი 27 ნომებერს სტრასბურგში გაიმართება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად