საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 1,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა

ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ „გუმათი 1“-ის ჰიდროელექტროსადგურის მეორე ჰიდროაგრგატის რეკოსტრუქცია დაასრულა, რის შედეგადაც საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 1,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა.

ჰიდროაგრეგატის დადგმული სიმძლავრე 11 მგვტ.-დან 12.7 მგვტ.-მდე გაიზარდა. კომპანიამ აღნიშნულ პროექტში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ავითვისოთ საქართველოში არსებული სიმძლავრეები, მით უმეტეს, როცა საუბარი უკვე არსებული ჰესების მოდერნიზებას ეხება. „გუმათჰესი 1“-ში ჩვენს მიერ ჩატარებული რეკონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს ამ ჰესის გამომუშავება და საპროექტო სიმძლავრე გავზარდოთ. ენერგო-პრო აგრძელებს მის მფლობელობაში არსებულ ჰესების რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებსაც ვახორციელებთ,“ – აღნიშნა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

„გუმათი 1“-ის მეორე ჰიდროაგრეგატის სრული რეკონსტრუქციის პროექტი დაახლოებით 2 წელი მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი გენერატორის სტატორი, რომელიც სლოვენიაში დამზადდა,აეწყო საქართველოში და უახლესი ტიპის დანადგარს წარმოადგენს. ასევე სლოვენიაშია დამზადებული ახალი მუშა თვალი. გარდა ამისა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ჰიდროაგრეგატის კვანძებს, გარემონტდა დეტალები, დამონტაჟდა შეზეთვის და გაციების სისტემები, თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა, ციფრული სარელეო დაცვები და ა.შ. სარეკონსტრუქციო და სამონტაჟო სამუშაოები მთლიანად ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის თანამშრომლებმა შეასრულეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...