A1 ბანერი

საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი იამაიკას ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ერისთავი (რეზიდენციით ქ. მეხიკო) სამუშაო ვიზიტით იამაიკას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ერისთავი, იამაიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, პიარნელ ჩარლზს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იამაიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასვა სფეროებს, მათ შორის – იამაიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის უახლეს სამოქმედო გეგმებს და ქართული პარლამენტარიზმის საიუბილეო თარიღს – დამფუძნებელი კრების 100 წლისთავს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები იამაიკის პრემიერ მინისტრ, ენდრიუ ჰოლნესთან და მთავრობის წევრებთან, მათ შორის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სენატორ კამინა ჯონსონ სმიტთან, ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრთან, დოქტორ ჰორას ჩანგთან და იამაიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებთან.

საქართველოს ელჩი ასევე შეხვდა იამაიკის ფინანსთა და საჯარო სამსახურის, კულტურის, გენდერული თანასწორობის და სპორტის, ინდუსტრიის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის, ტურიზმის მინისტრებს.

ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ ერისთავი, იამაიკის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს, შორნა-კეი რიჩარდს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და იამაიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის – პოლიტიკურ კონსულტაციებს, უვიზო მიმოსვლას, სტიპენდიების შეთავაზებას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე, უწყებათაშორისი თანამშრომლობის სფეროებს, როგორიცაა: ღია მმართველობა, კორუიფციასთან ბრძოლა, საბაჟო სამსახურის რეფორმა, საჯარო მომსახურება და ა.შ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...