A1 ბანერი

საქართველოს ელჩი უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის საკითხები და ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობების შემდგომი გააქტიურებისა და განვითარების პერსპექტივებზე.

ლასლო კოვერმა ელჩს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში პარლამენტის როლის მნიშვნელობას. უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა ახლო მომავალში ვიზიტით ეწვიოს საქართველოს. შეხვედაზე კვლავ დადასტურდა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ნაყოფიერი შეხვედრისა და მტკიცე მხარდაჭერისათვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა უნგრეთის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორატის ხელმძღვანელი, სახელმწიფო მდივანი პიტერ სარდი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...