საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

აზერბაიჯანი- საქართველოს საელჩოში, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან აფლატუნ ამაშევთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს და საკანონმდებლო ორგანოებს შორისთანამშრომლობის განვითარების საკითხებს.

 

შეხვედრაზე ასევე  აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმატებული ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველო -აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების წინსვლის პროცესს.

ზურაბ პატარაძემ აფლატუნ ამაშევს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ 9 აპრილის 30ე წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფართოდ აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობას ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად