საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური პირველობის ბრინჯაოს მედალოსანია

მაროკოს ქალაქ მარაკეშში ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე ძიუდოში დღეს ქვეყნებმა გუნდური პირველობის მედლები გაითამაშეს.

საქართველოს ნაკრებმა ერთნაირი ანგარიშით 4:1 დამარცხა მაროკოს და ბრაზილიის გუნდები და ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

პრინციპულ მეტოქესთან ბრძოლში ქალებმა იყოჩაღეს და სამიდან ორი შეხვედრა მოიგეს, კაცებმა კი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სამიდან ორი შეხვედრა დათმეს. გამარჯვებულის გამოსავლენად დანიშნულ დამატებით შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური მეორედ დამარცხდა მანსურ ლორსანოვთან შეხვედრაში და ფინალის საგზური რუსებმა მოიპოვეს.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანიის ნაკრებთან საქართველომ უპრობლემოდ გაიმარჯვა – 4:1 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად