საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

მოსკოვში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, დასრულდა ასპარეზობა ქალთა შორის 87 კგ წონით კატეგორიაში

ატაცში 111 კგ-ის დაძლევის და მცირე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ ანასტასია გოტფრიდმა პირველი მისვლით 128 კგ აკრა, თუმცა მიღებული ტრავმის გამო მომდევნო წონის წესების სრული დაცვით დაფიქსირება ვეღარ შეძლო და აკვრაში მე-5, ორჭიდის ჯამში  კი 239 კგ , მესამე ადგილზე გასული სპორტსმენზე 1 კგ-ით ნაკლები დააგროვა.

ამ დროისთვის ქართველ ძალოსანთა ანგარიშზე 5 ოქრო – 87 კგ ატაცი ანასტასია გოტფრიდი; 89 კგ აკვრა რევაზ დავითაძე; 96კგ ატაცი, ანტონ პლესნოი; 96 კგ აკვრა, ანტონ პლესნოი; 96 კგ ორჭიდი, ანტონ პლესნოი; 4 ვერცხლი – 61 კგ ატაცი, შოთა მიშველძე; 61 კგ ორჭიდი, შოთა მიშველაძე; 89 კგ ატაცი, რევაზ დავითაძე; 89 კგ ორჭიდი, რევაზ დავითაძე და 1 ბრინჯაოა – 67 კგ აკვრა გოგა ჩხეიძე.

შეჯიბრების ბოლო დღის წინ საქართველოს ძალოსანთა გაერთიანებული ნაკრები მოპოვებული მედლების რაოდენობით მე-5 ადგილზეა. ხვალ წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში საქართველოს გაერთიანებულ ნაკრებს მე-3, ხოლო კაცთა  ნაკრებს კი  პირველი ადგილის დაკავების შანსი აქვს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...