საქართველოს დელეგაცია, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველისა და სასამართლოს წარმომადგენლები.

საქართველოს დელეგაციის წევრები საფრანგეთში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით პარიზის სასამართლოს, ჯანმრთელობის სამინისტროს, ეროვნულ ასამბლეას და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან, მოინახულებენ ტერიტორიულ საგანმანათლებლო ცენტრს და განთავსებისა და ინტეგრაციული განათლების ინსტიტუტს.

ვიზიტი გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობითა და დაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად