A1 ბანერი

საქართველოს დამოკიდებულება რუსეთიდან ფულად გზავნილებზე მკვეთრად შემცირებულია

2018 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.2-%-ით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მლნ აშშ დოლარი (47.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.0 მლნ აშშ დოლარისა (44.3 მლნ ლარისა) 2018 წლის თებერვალში.

საქართველოში და საქართველოდან ფულადი გზავნილების სალდო დადებითია და შეადგენს 107 730 200 $-ს. შარშან ანალოგიური მაჩვენებელი 101 526 800 $ იყო. ზრდა 2018 წლის მარტთან შედარებით არის 5,76%

საერთო დადებით სალდოში 94,24% წილის მქონე 15 ძირითადი ქვეყნის 2018 თებერვლის და 2019 წლის თებერვლის მაჩვენებლები მოცემულია ცხრილში.

2018 და 2019 წლის მაჩვენებლების შედარება გვიჩვენებს, რომ ფულადი გზავნილების დადებით სალდოში მნიშვნელოვანი მატება აქვთ პოლონეთს, აშშ-ს, იტალიას და საფრანგეთის. მატება აქვთ აგრეთვე კვიპროსს, გერმანიას, ესპანეთს, კანადას, გაერთიანებულ სამეფოს, ისრაელს, ერაყს და საბერძნეთს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ყირგიზეთი, რომელთანაც გასული წლის მარტის უარყოფითი სალდო ფიქსირდებოდა.

დადებითი სალდოს ფორმირებაში შემცირებულია თურქეთის და რუსეთის ხვედრითი წილი და ეს შემცირება არა გადმორიცხული თანხების კლებით, არამედ სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხების ზრდის მაღალი ტემპით არის განპირობებული. ასე, მაგალითად, თუ შარშან თებერვალში რუსეთიდან გადმორიცხულ და რუსეთში გადარიცხულ ფულად გზავნილებს შორის სხვაობა თითქმის ორჯერ აღემატებოდა იტალიის ანალოგიურ მაჩვენებელს, წელს ეს აღმატება მნიშვნელოვნად, 46,74%-დან 32,22%-მდე არის შემცირებული.

რუსეთიდან ფულად გზავნილებზე საქართველოს დამოკიდებულების კლება განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ჩანს უფრო ხანგრძლივი პერიოდის მაჩვენებლების შედარებისას:
2008 წლის თებერვალში დადებით სალდოში რუსეთის ხვედრითი წილი – 61,52%, 2013 წლის თებერვალში ჩამოვიდა 56,76%-მდე, 2018 წლის თებერვალში – 26,95%-მდე, ხოლო წელს თებერვალში კი – 23,48%-მდე.

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...