საქართველოს და შვეიცარიის ფეხბურთელთა ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები დასახელდა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრის ოფიციალური შემადგენლობები ცნობილია:

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია, შენგელია, დავითაშვილი.

შვეიცარია: სომერი, ლიხშტაინერი, ელვედი, აკანჯი, აჯეტი, სეფეროვიჩი, ჯაკა, შტეფენი,  როდრიგესი, ზაკარია, ფერნანდესი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხანში ქალაქ სენტ გალენში შვეიცარიის და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების შეხვედრა დაიწყება.

საქართველოს ნაკრებისთვის 2020 ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო, მე-8 თამაშია. ჩვენი ქავეყნის ნაკრებს ჯგიფუდან გასვლის შანსი უკვე დაკარგული აქვს და მე-4 ადგილზე რჩება.

დღევანდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია შვეიცარიის ნაკრებისთვის და ისინი 3 ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ბოლო ტურში შვეიცარიელები გიბრალტარის სუსტ გუნდს ეთამაშებიან და ევრო 2020 ის საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვთ.

გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში შვეიცარიელთა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად