საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდათ

31 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას უწყებს პრესსამსახური ავრცელებს.

აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანების ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 14,110.91 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 101.54 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 14,110.91 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად