საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა “დევისის თასზე” ესტონეთი დაამარცხა

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა "დევისის თასზე" ესტონეთის ნაკრები დაამარცხა და მესამე ზონიდან მეორეში გადავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელებმა ესტონელები ანგარიშით 2-0 დაამარცხეს.

დღეს შეხვედრებში მონაწილეობა ალექსანდრე მეტრეველმა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიიღეს.

ალექსანდრე მეტრეველმა ესტონელი მეტოქე ვლადიმერ ივანოვი ორ სეტში ანგარიშით 6:3; 7:6 დაამარცხა.

ხოლო საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა იურგენ ზოპი სამ სეტში ანგარიშით 3-6 6-2 6-4 დაამარცხა.

ჯგუფში ქართველმა ჩოგბურთელებმა მალტის, ალბანეთის და ისლანდიის ნაკრები გუნდები დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...